საშუალო საფეხური (X-XII კლასები)
საშუალო საფეხურის მისია
- საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
- მოაზროვნე, მაძიებელი, ახლისშემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანები
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
- დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
- მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
სკოლაში ყველა კლასს ჰყავს კლასის მოსწავლეთა მრჩეველი, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურებზე ატარებს პროფესიული ორიენტაცისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებს.
დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შეთავაზება XII კლასის მოსწავლეებისთვის
XII კლასის მოსწავლეები სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე დაესწრებიან გაკვეთილებს შემდეგი მიმართულებებით:
- TOEFL–(Test of English as a Foreign Language) – ინგლისურის, როგორც უცხო ენის, საერთაშორისო გამოცდისათვის მოსამზადებელ გაკვეთილებს;
შეთავაზება XII კლასის მოსწავლეებისთვის
- XII კლასის მოსწავლეები, სურვილის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის პარალელურად დაესწრებიან ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ გაკვეთილებს;
ჩვენი სურვილია სკოლის კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იყოს არამხოლოდ საქართველოში და შეძლოს სწავლის გაგრძელება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ შეძენილი ცოდნით და უნარებით, სურვილის შემთხვევაში, წარმატებით გააგრძელოს სწავლა უცხოეთშიც.
სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაში; წარმატებულ სკოლის მოსწავლეებს კი სთავაზობს ნაწილობრივ ან სრულ დაფინანსებას გაცვლით პროგრამებში.