Registration

Start a new adventure with the Georgian-American School of Tbilisi

Start
Hero image

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

სახელი გვარი

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი

მიმდინარეობს გვერდის განახლება.

კათედრის შესახებ

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი გაერთიანების / კათედრის მასწავლებლების საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების აღმოჩენასა და მათ განვითარებაზე. გაკვეთილების ჩატარებისას მასწავლებლები ფასილიტატორის (გზის მიმცემის) როლს ასრულებენ, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების საკლასო აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობას.

საგაკვეთილო პროგრამის გამრავლფეროვნებისა და საინტერესოდ წარმართვისათვის, მასწავლებლები იყენებენ დისკუსიის ფორმატს; პროექტით სწავლების მეთოდს; ჯგუფურ მუშაობას; გონებრივ იერიშს; როლურ თამაშებს და სხვა. მასწავლებლები მოსწავლეებს შეაფასებენ როგორც განმავითარებელი (შეფასება კომენტარებით), ასევე განმსაზღვრელი (ნიშნით) შეფასებების სისტემით.

განმსაზღვრელი შეფასებისას მასწავლებლები ხელმძღვანელობს წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმებით. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი გაერთიანება / კათედრა ორივე სემესტრში ატარებს შემაჯამებელ წერას, რომლის დროსაც ხდება განვლილი მასალის შემოწმება. ყურადღება ექცევა კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვასა და განხილვას. მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები იწყებენ მხატვრული ანალიზისა და არგუმენტირებული ესეს წერას; აქტიურად აკეთებენ ისეთ დავალებებს როგორებიცაა ტექსტის რედაქტირება, წაკითხულის გააზრება. კათედრა ხშირად მართავს შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს მოსწავლეების ჩართულობით.